Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

Дата публикации: 22-09-2026 16:26:00

საქართველო პირველ მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260922/fexburtis-matchebistvis-dedaenis-bagshi-ekrani-damontajdeba-300736308.html

დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

Sputnik საქართველო

საქართველო პირველ მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-09-22T20:26+0400

2026-09-22T20:26+0400

2026-09-22T20:26+0400

საქართველო

თბილისის მერია

სპორტი

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/10/290934531_0:54:3078:1785_1920x0_80_0_0_a6961257721155af77048307ad5d2937.jpg

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. დედაენის ბაღში 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, სადაც დიდ ეკრანზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელიც, უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 28 სექტემბერს კი საქართველო უკრაინას უმასპინძლებს. აღნიშნულ პერიოდში დედაენის ბაღში პარალელურად ფესტივალი „თბილისური ბაზარი“ გაიმართება, სადაც ათეულობით ქართველი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 14:00 საათიდან ტერიტორიაზე განთავსებული სასმლისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, ასევე პატარა გულშემატკივრებისთვის ტრადიციულად ცალკე გამოყოფილ ზონაში საბავშვო-თემატური აქტივობები იგეგმება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საერთაშორისო მატჩებისთვის სამი ფანჯარა იყო გამოყოფილი - სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი - წელს გუნდებს სექტემბერსა და ოქტომბერში ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ხუთდღიანი შესვენებით, ხოლო ბოლო ორი ტური ნოემბერში გაიმართება. პლეი-ოფი 2027 წლის მარტის ნაცვლად ივნისში გაიმართება. მატჩების განრიგი: 2026/2027 წლების უეფას ერთა ლიგა დაკავშირებული იქნება უეფას 2028 წლის ევრო საკვალიფიკაციო ტურნირთან დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ერთა ლიგის შედეგების საფუძველზე, ზოგიერთ გუნდს ექნება მეორე შანსი, რომ პლეი-ოფის მეშვეობით ფინალურ ტურნირში მოხვდეს.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/10/290934531_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_0e67d2b42d6a686ce8d042a66c3a9996.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, თბილისის მერია, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, თბილისის მერია, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები

დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

გამოწერა

საქართველო პირველ მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. დედაენის ბაღში 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, სადაც დიდ ეკრანზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელიც, უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 28 სექტემბერს კი საქართველო უკრაინას უმასპინძლებს.

„საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ მაქსიმალური მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება ჩვენს გუნდს. ნაკრები ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ოთხ შეხვედრას გამართავს. დედაენის ბაღში მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს“, - განაცხადა კალაძემ.

აღნიშნულ პერიოდში დედაენის ბაღში პარალელურად ფესტივალი „თბილისური ბაზარი“ გაიმართება, სადაც ათეულობით ქართველი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.

„იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 14:00 საათიდან ტერიტორიაზე განთავსებული სასმლისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, ასევე პატარა გულშემატკივრებისთვის ტრადიციულად ცალკე გამოყოფილ ზონაში საბავშვო-თემატური აქტივობები იგეგმება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საერთაშორისო მატჩებისთვის სამი ფანჯარა იყო გამოყოფილი - სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი - წელს გუნდებს სექტემბერსა და ოქტომბერში ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ხუთდღიანი შესვენებით, ხოლო ბოლო ორი ტური ნოემბერში გაიმართება. პლეი-ოფი 2027 წლის მარტის ნაცვლად ივნისში გაიმართება.

მატჩების განრიგი:

25 სექტემბერი, 20:00 – საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია;

28 სექტემბერი, 20:00 – საქართველო – უკრაინა;

2 ოქტომბერი, 22:45 – უნგრეთი – საქართველო;

5 ოქტომბერი, 22:45 – ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო.

2026/2027 წლების უეფას ერთა ლიგა დაკავშირებული იქნება უეფას 2028 წლის ევრო საკვალიფიკაციო ტურნირთან დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ერთა ლიგის შედეგების საფუძველზე, ზოგიერთ გუნდს ექნება მეორე შანსი, რომ პლეი-ოფის მეშვეობით ფინალურ ტურნირში მოხვდეს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენასთან“ მოძრაობა შეიზღუდება01023-09-2026
2ფეხბურთი: საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია08.9220-09-2026
3რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის მესამე მატჩში ჩილე დაამარცხა0519-07-2026
4საქართველოს და სომხეთის ეროვნული ბანკები თანამშრომლობას აფართოებენ08.4622-09-2026
5Представление тбилисского "Локомотива" - соперника "Динамо" во втором отборочном раунде ЛЕ0031-08-2020
6Cine transmite la TV Georgia - România, debutul lui Gică Hagi la națională0501-06-2026
7Сборная Грузии по баскетболу обыграла Ливан в Тбилиси перед отборочными матчами ЧМ010.4220-08-2026
8Первый матч года. Сборные России и Сербии по футболу сыграют в Москве0002-09-2020
9ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია014.1720-09-2026
10Первый канал покажет в прямом эфире матч Лиги наций по футболу Турция - Россия0030-08-2018

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 10. Источник: sputnik-georgia.com.