საქართველოს დედაქალაქი ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, 21-24 სექტემბრის პერიოდში უმასპინძლებს.
https://sputnik-georgia.com/20260922/kavelashvili-porumze-sitkvit-gamovida-300733528.html
WFER Tbilisi - 2026: ყაველაშვილმა მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
WFER Tbilisi - 2026: ყაველაშვილმა მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქი ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, 21-24 სექტემბრის პერიოდში უმასპინძლებს. 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-22T20:00+0400
2026-09-22T20:00+0400
2026-09-22T20:00+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300732570_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f0c093fd89350f4ebc8e538b58bccb45.jpg
„თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის განვითარებაში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმი (WFER IX), რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს, 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში იმართება. ფორუმის მთავარი თემებია გლობალური ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები, ინვესტიციები, განახლებადი ენერგიის წყაროების როლი და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი.ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობები საკუთარი რესურსები განავითაროს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ სივრცეში ქვეყნის როლი გააძლიეროს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკული დაკავშირების ახალ შესაძლებლობას შექმნის და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის, როგორც „მწვანე ენერგიის" რეგიონული ცენტრის განვითარებას. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის განვითარებაში.ფორუმის ფარგლებში თბილისს 1 ათასამდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვია- ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანებების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.მსოფლიო მასშტაბის ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის თბილისში ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა 2023 წლის მარტში, პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ რიგით მერვე ფორუმზე დაუჭირეს მხარი.ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER) ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქი ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, 21-24 სექტემბრის პერიოდში უმასპინძლებს.
„თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის განვითარებაში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმი (WFER IX), რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს, 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში იმართება. ფორუმის მთავარი თემებია გლობალური ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები, ინვესტიციები, განახლებადი ენერგიის წყაროების როლი და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი.
ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობები საკუთარი რესურსები განავითაროს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ სივრცეში ქვეყნის როლი გააძლიეროს.
„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და განახლებადი ენერგიების ათვისება თითოეული სახელმწიფოს განვითარების წინაპირობაა. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებითა და ენერგეტიკული ბაზრის მოწესრიგებით, საქართველომ შექმნა გამჭვირვალე, კონკურენტული და პროგნოზირებადი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ინვესტორთა ნდობას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკული დაკავშირების ახალ შესაძლებლობას შექმნის და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის, როგორც „მწვანე ენერგიის" რეგიონული ცენტრის განვითარებას.
ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის განვითარებაში.
ფორუმის ფარგლებში თბილისს 1 ათასამდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვია- ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანებების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
მსოფლიო მასშტაბის ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის თბილისში ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა 2023 წლის მარტში, პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ რიგით მერვე ფორუმზე დაუჭირეს მხარი.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER) ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).
წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | Чемпионат Европы по дзюдо в 2026 году пройдет в Грузии | 0 | 0 | 21-03-2025 |
| 2 | „თბილისობა 2026“: დედაქალაქი დღესასწაულს 5 სხვადასხვა ლოკაციაზე უმასპინძლებს | 0 | 26.37 | 22-09-2026 |
| 3 | ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | 0 | 14.17 | 20-09-2026 |
| 4 | მინისტრი: საქართველო მზადაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის | 0 | 10 | 23-09-2026 |
| 5 | ტყის აღდგენა: ქვემო ქართლში 24 ათასზე მეტი ნერგი დაირგო | 0 | 27.74 | 21-09-2026 |
| 6 | საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2026 წლის იანვარი-აგვისტო | 0 | 10.96 | 23-09-2026 |
| 7 | קריקטורה יומית | 9 ביולי 2026 | 0 | 0 | 08-07-2026 |
| 8 | "Глобальная энергия" проведет сессию на Всемирном энергетическом конгрессе в Абу-Даби | 0 | 0 | 12-08-2019 |
| 9 | Георгий Филимонов рассказал о подготовке к международному экономическому форуму в Петербурге | 0 | 24.79 | 02-06-2026 |
| 10 | ВЭФ-2026: даты, место проведения и программа форума | 0 | 10.96 | 27-07-2026 |