Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის საიმედო პარტნიორი

Дата публикации: 22-09-2026 15:00:00

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ Concordia-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260922/bochorishvili-saqartvelo-ashsh-saimedo-partnioria-300735373.html

ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის საიმედო პარტნიორი

ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის საიმედო პარტნიორი

Sputnik საქართველო

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ Concordia-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-09-22T19:00+0400

2026-09-22T19:00+0400

2026-09-22T19:00+0400

საქართველო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

აშშ

გაერო

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440373_0:296:2007:1425_1920x0_80_0_0_4d9b2853d20cdd66eb50f45e11e2a5d0.jpg

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის საიმედო პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის მზარდი გეოპოლიტიკური როლის ფონზე კი ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ Concordia-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. პანელურ დისკუსიაზე „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მან ისაუბრა რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე, აშშ-სთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც. მისი თქმით, საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა აშშ-სა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში.ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის მზარდი გლობალური მნიშვნელობა საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მინისტრის თქმით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოსგან სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას მოითხოვს.ამასთან, ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება არ ნიშნავს თბილისის მიერ ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვაზე უარის თქმას.მან ასევე აღნიშნა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა, რასაც ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საფუძველი უწოდა.

საქართველო

აშშ

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440373_0:0:2007:1506_1920x0_80_0_0_f0e56cc528ba1b0e59c85eb507acf149.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, აშშ , გაერო, ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, აშშ , გაერო, ახალი ამბები

ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის საიმედო პარტნიორი

გამოწერა

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ Concordia-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის საიმედო პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის მზარდი გეოპოლიტიკური როლის ფონზე კი ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ Concordia-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. პანელურ დისკუსიაზე „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მან ისაუბრა რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე, აშშ-სთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

„პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც. მისი თქმით, საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა აშშ-სა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში.

„საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში“, — აღნიშნა მინისტრმა.

ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის მზარდი გლობალური მნიშვნელობა საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მინისტრის თქმით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოსგან სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას მოითხოვს.

ამასთან, ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება არ ნიშნავს თბილისის მიერ ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვაზე უარის თქმას.

მან ასევე აღნიშნა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა, რასაც ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საფუძველი უწოდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1დეპუტატი: საქართველო იქნება მათი პარტნიორი, ვინც მის სუვერენიტეტს აფასებს01023-09-2026
2Дипломатический демарш в Гааге: ПА ОБСЕ критикует власти Грузии, Тбилиси отвечает бойкотом09.6409-07-2026
3Atlantic Council назвал Грузию среди мировых антилидеров по темпам ухудшения свобод011.3416-07-2026
4Запад выражает солидарность Грузии в годовщину войны 2008 года014.9107-08-2026
5მინისტრი: საქართველო მზადაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის01023-09-2026
6Кобахидзе выразил Трампу недоумение молчанием США по перезагрузке отношений с Грузией0013-05-2025
7США призвали оставшиеся партии Грузии подписать соглашение по выходу из кризиса0020-04-2021
8Парламент Грузии принял резолюцию об интеграции республики в ЕС и НАТО0025-12-2020
9В Абхазии назвали деструктивным заявление Грузии о неподписании соглашения о мире0008-08-2025

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 10. Источник: sputnik-georgia.com.