Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

Дата публикации: 22-09-2026 08:05:00

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260922/papuashvili-briuselshi-gaemgzavra-300724864.html

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

Sputnik საქართველო

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან. 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-09-22T12:05+0400

2026-09-22T12:05+0400

2026-09-22T12:05+0400

საქართველო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

პოლიტიკა საქართველოში

ბელგია

საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

ევროკავშირი

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/01/299917753_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_2c07f00d7c67b8a67f2b91799ad148c1.jpg

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან. როგორც სექტემბრის დასაწყისში შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს არის ორმხრივი სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც დელეგაცია ბელგიის გარდა ლუქსემბურგსაც ეწვევა. მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ჩიხშია, საკუთარი თავის, ილუზიებისა და ცრუ ნარატივების ტყვე გახდა და ვერ გამოდის ამ ჩიხიდან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის მიზანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაცია, რათა მათთან „სიმართლე მიიტანონ“ და ბრიუსელს „დავეხმარონ ამ ჩიხიდან გამოსვლაში“. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილისაქართველო და ევროკავშირი ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა. კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა. ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება. 2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.

საქართველო

ბელგია

ევროკავშირი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/01/299917753_89:0:1512:1067_1920x0_80_0_0_f25e69a2634a0b306220fc4676f68004.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ბელგია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი

საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ბელგია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

გამოწერა

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.

როგორც სექტემბრის დასაწყისში შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს არის ორმხრივი სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც დელეგაცია ბელგიის გარდა ლუქსემბურგსაც ეწვევა. მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ჩიხშია, საკუთარი თავის, ილუზიებისა და ცრუ ნარატივების ტყვე გახდა და ვერ გამოდის ამ ჩიხიდან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის მიზანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაცია, რათა მათთან „სიმართლე მიიტანონ“ და ბრიუსელს „დავეხმარონ ამ ჩიხიდან გამოსვლაში“.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი

საქართველო და ევროკავშირი

ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.

კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.

2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.

ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.

ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.

2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.

2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველო-ევროკავშირის დიალოგს უნდა დაუბრუნდეს01022-09-2026
2Пашинян при посредничестве Макрона провел в Брюсселе еще одну встречу с Алиевым0016-12-2021
3Пашинян отправился в Брюссель на переговоры с Алиевым0014-07-2023
4Матвиенко 5-6 марта посетит Белоруссию с визитом0027-02-2020
5Матвиенко направляется с официальным визитом в Турцию0026-02-2025
6Матвиенко отправляется в Белоруссию с официальным визитом0005-03-2020
7Пашинян отправился в Брюссель, где проведет встречу с Алиевым0014-12-2021
8Матвиенко направилась с официальным визитом в Азербайджан0016-03-2025
9Вице-премьер РФ Борисов начал визит в Сербию с возложения цветов освободителям Белграда0015-02-2021

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 10. Источник: sputnik-georgia.com.